ინგლისის ნაკრების კაპიტნის, ჯონ ტერის, თამაში საეჭვოა ყაზახეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ. კლუჟთან მატჩის შემდეგ ტერის ზურგის ტრავმა აწუხებდა. მისი არყოფნის შემთხვევაში კი ინგლისის ნაკრებს “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი, რიო ფერდინანდი უკაპიტნებს.
ფერდიანდს ძალიან სურს, რომ ინგლისის ნაკრებმა მომდევნო ორი შეხვედრა მოიგოს. მას ბევრჯერ უთქვამს, რომ თავის წარმატებებს განსაზღვრავს მოგებული თასებით და მას სურს კარიერის დასრულებამდე ინგლისის ნაკრების სახელითაც მოიგოს თასი.
“ინგლისის ნაკრებში თამაშით ძალიან იმედგაცრუებული ვარ. საქმე არამარტო იმაშია, რომ არაფერი მომიგია ახლოსაც კი არ ვყოფილვარ რამის მოგებასაც, რადგან ფინალშიც არ გავსულვარ. ინგლისის ნაკრებში ვერმოგებული ტიტულებს ავსებს ის თასები, რომელიც “მანჩესტერ იუნაიტედთან ერტად მოვიგე” განაცხადა რიო ფერდინანდმა.