მთავარი კონტაქტი

RSS სიახლე თხოვნები

ფორუმი    
Movies Games








» 2008 » ოქტომბერი » 9 » berbatov
berbatov
9:22 PM
ბერბატოვს იტალიასთან გამარჯვების იმედი აქვს

ბულგარეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდს დიმიტარ ბერბატოვს იტალიასთან მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მომავალ მატჩში გამარჯვების იმედი აქვს.
როგორც Channel4-ი იტყობინება, ბულგარელ ფეხბურთელს ოპტიმიზმის საფუძველს მოწინააღმდეგის შემადგენლობაში არსებული საკადრო პრობლემები აძლევს.
“ბუფონის არყოფნით გახარებული ვარ. ჯიჯი იტალიის ნაკრების თილისმა და მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერია. ჩვენ უბრალოდ გაგვიმართლა, რომ იგი სოფიაში ვერ ითამაშებს” – აცხადებს ბერბატოვი, რომელიც ამავდროულად გაკვირვებულია მომავალი მატჩისთვის “სკუადრა აძურას” თავკაცის მარჩელო ლიპის არჩევანით - “იტალიელთა თავდასხმის ხაზში დელ პიეროსა და ტონის დუეტს ველოდი. ჯუზეპე როსი, რა თქმა უნდა, კარგი ფეხბურთელია, თუმცა ახალგაზრდაა და მას შეტევაში დახმარება სჭირდება. აქამდე იტალიასთან ხშირად ვმარცხდებოდით, მაგრამ ახლა ურთიერთშეხვედრების მაჩვენებლის შეცვლის შესანიშნავი შანსი გვაქვს. მოწინააღმდეგეს ბევრი პრობლემა აქვს და ეს უნდა გამოვიყენოთ” – მიიჩნევს ბულგარელი თავდამსხმელი, რომელიც ტრავმისგან განიკურნა და მისივე თქმით, სანაკრებო შეხვედრებს სრულ მზადყოფნაში ხვდება.
ბულგარეთის ნაკრები იტალიას 11 ოქტომბერს საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს, 15 ოქტომბერს კი თბილისში საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდება.


:
: სიახლეები | : 693 | : nikamania2 | : 0.0/0 |
: 0

სახელი *:
Email *:
კოდი *:

[ | ]








     
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები | Designed By BeRo