მთავარი კონტაქტი

RSS სიახლე თხოვნები

ფორუმი    
Movies Games








» 2008 » ოქტომბერი » 7 » ერიკ კანტონა
ერიკ კანტონა
10:14 AM
Legends


ერიკ კანტონა 1966 წლის 24 მაისს დაიბადა საფრანგეთის ქალაქ მარსელში, თუმცა მისი პირველი პროფესიული კლუბი გახდა “ოსერი”რომლის შემადგენლობაშიც 1983-1988 წწ-ებში გამოდიოდა. ამ პერიოდში მან 81 თამაში 23 გოლი გაიტანა. “ოსერში” ყოფნის დროს მან 1 სეზონი არენდით გაატარა “მარტიგში”. “ოსერის” შემდეგ კანტონა მარსელის “ოლიმპიკში” გადავიდა, მაგრამ აქ მისი კარიერა არ აეწყო და იმ 3 წლის განმავლობაში, როდესაც კანტონა მარსელის საკუთრება იყო არენდით თამაშობდა ჯერ “ბორდოში”, შემდეგ კი “მონპელიეში”. 1991 წელს კანტონა “ნიმში” გადავიდა და იქ ერთი სეზონი გაატარა, რის შემდეგაც გადავიდა ინგლისურ კლუბში და სწორედ ამ ტრასნფერის შემდეგ გაიხსნა კანტონა სრულად. მისი პირველი გუნდი ნისლიან ალბიონზე “ლიდსი” გახდა, სადაც კანტონამ 28 თამაში 9 გოლი გაიტანა და გუნდს დაეხმარა ინგლისის ჩემპიონატის მოგებაში.

პარალელურად ერიკ კანტონა საფრანგეთის ნაკრების მაისურითაც თამაშობდა. მას დებიუტი ეროვნულ გუნდში ჰქონდა 1987 წელს დასავლეთ გერმანიიის ნაკრების წინააღმეგ. კანტონას თამაში ეროვნულ ნაკრებში სკანდალებით უფრო იყო სავსე ვიდრე წარმატებებით. 1988 წლის სექტემბერში კანტონა არ გამოიძახეს ნაკრებში და ამაზე გაბრაზებულმა ერიკმა შეურაწყოფა მიაყენა სატელევიზიო ინტერვიუში საფრანგეთის ნაკრების იმ დროინდელ მწვრთნელ ანრი მიშელს. 1990 წელს საფრანგეთის ნაკრებში მწვრთნელი შეიცვალა და ეს პოსტი მიშელ პლატინიმ დაიკავა. მისი პირველი ნაბიჯი კანტონას ნაკრებში დაბრუნება იყო. ფრანგებმა წარუმატებლად ითამაშეს 1992 წლის ევროპის ჩემპიონატზე, 1994 წლის მუნდიალზე კი საერთოდ ვერ გავიდნენ. ამის შემდეგ ემე ჟაკე გახდა მთავარი მწვრთნელი და მან კანტონას კაპიტნის სამკლაური ჩააბარა, მაგრამ 1995 წლის ინციდენტის შემდეგ კანტონასთვის საფრანგეთის ნაკრების კარი დაიხურა.

1992 წლის 27 ნომებერს ერიკ კანოტნა “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდა. მას დებიუტი ბენფიკას წინააღდეგ ამხანაგურ მატჩში ჰქონდა, პირველი ოფიციალური თამაში კი “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ ჩაატარა. კანტონამ თავისი პირველი გოლი “იუნაიტედის” შემადგენლობაში ლონდონის “ჩელსის” კარში გაიტანა “სტემფორდ ბრიჯზე” 1992 წლის 19 დეკემბერს. ამ სეზონში “მანჩესტერ იუნაიტედმა” შეწყვიტა 26-წლიანი წარუმატებელი ბრძოლა ჩემპიონობისთვის და ინგლისის პრემიერლიგის გამარჯვებული გახდა, კანტონა კი ისტორიაში შევიდა როგორც პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ინგლისის ჩემპიონატი ზედიზედ ორჯერ მოიგო ორი სხვასხვდა გუნდის შემადგენლობაში.

1994 წლეს კანტონა პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახლეს, “მანჩესტერ იუნაიტედი” კი კიდევ ერთხელ გახდა ჩემპიონი და ასოციაციის თასიც მოიგო.

1995 წლის 25 იანვარს “მანჩესტერ იუნაიტედი” გასვლით შეხვედრას ატარებდა”კრისტალ პალასის” წინააღმდეგ. ამ მატჩში კანტონა უხეშობისთვის მსაჯმა მოედნიდან გააძევა. როდესაც ერიკი გასახდელისკენ მიემართებოდა მას “კრისტალ პალასის” გულშემატკივარმა, მეტიუ სიმონსმა შეურაცხყოფა მიაყენა ტრიბუნიდან. კანტონასაც შესაბამისი რეაქცია ჰქონდა და “კუნ-ფუს” სტილში მიაყენა დარტყმები გულშემატკივარს. სიმონსი დამნაშავედ სცნეს ამ ინციდენტში, მაგრამ კანტონა უფრო მძიმედ დაისაჯა. მას 2-კვირიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა გასაჩივრების შემდეგ სასჯელი 120-საათიანი საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებით შეუცვალეს. ფეხბურთის ასოციაციის მოთხოვნით “მანჩესტერ იუნაიტედმა” 1994-95 წლის სეზონის დარჩენილ ნაწილი დისკვალიფიკაციის გამო გამოატოვებინა, მაგრამ შემდეგ სასჯელი გაახანგრძლივა ფეხბურთის ასოციაციამ 10 თვემდე და კანტონას 10.000 ფუნტი სტერლინგის გადახდაც დაავალა. ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის გარეშე დარჩენილმა “იუნაიტედმა” ამ სეზონის ბოლო ტურში ინგლისის ჩემპიონის ტიტული ბლექბერნ “როვერს” დაუთმო.

ამ პერიოდში ბევრი ფიქრობდა, რომ დისკვალიფიკაციის გასვლის შემდეგ კანტონა დატოვებდა ინგლისურ ფეხბურთს, მგრამ ალექს ფერგიუსონმა შეძლო მისი დარწმუნება და კანტონაც გუნდში დარჩა. დისკვალიფიკაციის შემდეგ მოედანზე დაბრუნებულმა კანტონამ პირველივე შეხვედრაში 1995 წლის 1 ოქტომბერს ლივერპულის კარში გოლი გაიტანა. “მანჩესტერ იუნაიტედი” ზედიზედ კიდევ ორჯერ გახდა პრემიერლიგის გამარჯვებული, კანტონას კი “მანჩესტერ იუნაიტედში” გატარებულ 5 სეზონში 4 ჩემპიონის ტიტული დაუგროვდა.

ერიკ კანტონამ ბოლო მატჩი “მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში 1997 წლის 11 მაისს ჩაატარა “ვესტ ჰემ იუნაიტედის” წინააღმდეგ. მან ყველასგან მოულოდნელად 30 წლის ასაკში გადაწყვიტა ფეხბურთიდან წასვლა. მან ეს ფაქტი იმით ახსნა, რომ სურდა გულშემატკივრებს ის ყოველთვის ძლიერი ხსომებოდათ.

ერიკ კანტონამ საბოლოო ჯამში “მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში 185 შეხვედრა ჩაატარა და 82 გოლი გაიტანა. ის იქცა “იუანიტედის”ნამდვილ ლეგენდად და 2001 წელს გულშემატკივრებმა ის “მანჩესტერ იუნაიტედის” საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. დღეს მას “იუნაიტედის” ქომაგები “მეფე ერიკს” (King Eric) ეძახიან.
:
: სპორტი | : 651 | : nikamania2 | : 0.0/0 |
: 0

სახელი *:
Email *:
კოდი *:

[ | ]








     
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები | Designed By BeRo