რიო ფერდინანდმა ამ კვირაში MUTV–სთან ერთად ფანების კითხვებს უპასუხა.
– ფეხბურთელი რომ არ ყოფილიყავით, რა სამსახური გექნებოდათ ახლა? (სტეფანი)– ალბათ პეკჰემში ვიმუშავებდი, სადაც გავიზარდე. ახალგაზრდულ ცენტრში, ან ბავშვების მწვრთნელი ვიქნებოდი ფეხბურთში.
– რას ეუბნებით თქვენს თანაგუნდელებს როდესაც მათ გოლი გააქვთ? (ლი)– ვერ ვიტყვი, რადგან საგინებელ სიტყვებსაც შეიცავს. დაახლოებით 'ყოჩაღ'–ის მსგავსია :)
– როგორია როდესაც გადავსებულ 'ოლდ ტრაფორდზე' გამოდიხარ დიდი მატჩის წინ? (მარკი)– ეს შესანიშნავია. საოცარი გრძნობაა, როდესაც შენ გამოდიხარ სტადიონზე და ბრბო ჭკუიდან გადადის. ამ შეგრძნებას ვერაფერს შევადარებ.
– წარმოიდგენდით ოდესმე რომ'მანჩესტერ იუნაიტედის' კაპიტანი იქნებოდით ჩემპიონთა ლიგის ფინალში? (სტივი)– ვერასოდეს. ვფიქრობდი, რომ ფინალში გასვლის შანსი გვქონდა, მაგრამ სტადიონზე გუნდის გაძღოლა ოცნებასავით იყო... ხოლო შემდეგ მატჩის გაგრძელება და თასის ხელში ჩაგდება – ბრწყინვალე იყო!
– რომელი თანაგუნდელების წინააღმდეგ გითამაშიათ საერთაშორისო დონეზე? (პაულა)– გიგზის, რონალდოს და ნანის წინააღმდეგ. რონი საკმაოდ ძლიერი მეტოქეა. პორტუგალიას გაუმართლა და ორჯერ მოგვიგო პენალტებით. ის ამას ყოველთვის გვახსენებს, როდესაც საუბარი ინგლისზე და პენალტებზე ჩამოვარდება (არადა რონალდო პენალტებზე ხმას როგორ იღებს:)). მინდა ოშის ან ფლეტჩერის წინააღმდეგაც ვითამაშო