მთავარი კონტაქტი

RSS სიახლე თხოვნები

ფორუმი    
Movies Games








» 2008 » სექტემბერი » 21 » ბენიტესის გაოცება
ბენიტესის გაოცება
6:50 PM
ბენიტესის გაოცება“გაოგნებული ვარ, ვერ მივხვდი, რა უნდოდა მთავარ მსაჯს, რა მიზეზით გაგვიუქმა წესების სრული დაცვით გატანილი გოლი, - დაიჩივლა “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა, საკუთარ კედლებში, პრემიერლიგის დებიუტანტ “სტოკ სიტისთან” ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ. - ის გოლი გვერდით მსაჯს რომ არ ჩაეთვალა, კიდევ შეიძლებოდა დათანხმება, მაგრამ მას არანაირი წესების დარღვევა არ დაუფიქსირებია, მთავარმა არბიტრმა კი რა გამოიგონა, ძნელი სათქმელია. შეიძლება, გოლის არჩათვლის მიზეზი თვითონაც არ იცოდეს.”
“ენფილდის” ბინადრებმა ამ მომენტის გარდაც ბლომად ხიფათი შექმნეს სტუმართა კართან - მთლიანობაში 19 კუთხური ჩააწოდეს და “სტოკის” კიპერ სორენსენს 30-ჯერ დაურტყეს, თუმც საბოლოოდ მხოლოდ ქულას გამორჩნენ და გათამაშების ცხრილის სათავეში მოქცევის ბრწყინვალე შანსი გაანიავეს.
“ლივერპულის” წაფორხილებით უმალ ისარგებლა ლონდონის “არსენალმა”, რომელმაც სტუმრად “ბოლტონს” 3:1 სძლია და მინიმუმ ერთი დღით გალიდერდა. არადა, შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს და ლონდონელებმა მხოლოდ ამის შემდეგ მოახერხეს სამი გოლის გატანა.
მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა “სანდერლენდმა”, შეცვლაზე შესული ჩოპრას მიერ ბოლო ათ წუთში შესრულებული დუბლის წყალობით. თუმცა, შეიძლებოდა ყველაფერი უკუღმა დატრიალდებოდა, 75-ე წუთზე მიდლსბროელ სტიუარტ დაუნინგს თერთმეტმეტრიანი რომ გამოეყენებინა. იმ მომენტში ჯერ კიდევ 0:0 იყო.
იღბლიანად დაიწყო პრეპიერლიგური სამწვრთნელო კარიერა ჯანფრანკო ძოლამ. იტალიელი სპეციალისტის დამოძღვრილმა “ვესტ ჰემმა” “ნიუკასლი” მიიღო, რომელსაც სამი გოლი მიართვა და ამდენივე ქულა აართვა.
“ამ გამარჯვებას ჩემთვის უდიდესი ფასი აქვს. დღეს ჩვენმა გეგმამ მშვენივრად იმუშავა და კმაყოფილების საბაბი ნამდვილად მაქვს. მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც პირველიდან ბოლო წუთამდე მხარში გვედგნენ. მათ გასახარად “ვესტ ჰემი” კიდევ უფრო უკეთესად ათამაშდება”, - განაცხადა ძოლამ ერთ-ერთი ბრიტანული სააგენტოსთვის გაკეთებულ კომენტარში.

:
: სიახლეები | : 565 | : nikamania2 | : 0.0/0 |
: 0

სახელი *:
Email *:
კოდი *:

[ | ]








     
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები | Designed By BeRo