მთავარი კონტაქტი

RSS სიახლე თხოვნები

ფორუმი    
Movies Games








» 2008 » სექტემბერი » 21 » რაფა სთოუქზე
რაფა სთოუქზე
5:13 PM
რაფა სთოუქზე

თქვენ გქონდათ ბრწყინვალე კვირა ორი ხმაურიანი გამარჯვებებით . . .

" მე ვფიქრობ ყველა მოელოდა რთულ თამაშს იუნაიტედთან და ეს ასეც იყო, მაგრამ ჩვენ მეორე ტაიმში მართლაც ფანტასტიურად ვითამაშეთ. ჩვენ ვაჯობეთ მათ. მარსელთან ალბათ ყველა ადვილ თამაშს ელოდა, მაგრამ მათ კარგი გუნდი ყავთ და კარგი წინააღმდეგოაბაც გაგვიწიეს. ეს იყო მეორე ბრწყინვალე გამარჯვება და ახლა ყველანი იმედიანად ვართ. "

მეორე ტაიმში თქვენს გუნდს ძალზედ გაუჭირდა საფრანგეთში, არა ?

" ჩვენ როგორც გვინდოდა ისე ვერ ვაკონტროლებდით თამაშს. მათ ბევრი შემტევი ფეხბურთელები ყავდათ ამიტომ გვიჭირდა მათთან გამკლავება. ზოგიერთი ფეხბურთელი იუნაიტედთან თამაშის შემდეგ ცოტა გადაღლილი იყო. "

მანჩესტერის და მარსელის დამარცხების შემდეგ ხალხს გონია, რომ სტოუკის დამარცხება არ უნდა გაგიჭირდეთ. რას იტყვით ამაზე ?

" ალბათ მართლაც ასე გონია ხალხს, მაგრამ სტოუქი კარგი გუნდია და კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ისნი ფიზიკურად ძლიერები არიან. ისნი სტანდარტებზე ბრწყინვალედ თამაშობენ და ეს უნდა გავითვალისწინოთ. ჩემი აზრით მათი მწვრთნელი ბრწყინვალედ მუშაობს. "

რამდენად საშიშია სტოუქი ?

" მათ 3 გოლი გაიტანეს ასტონვილასთან და ორი გოლი ევერტონთან ეს მეტყველებს იმაზე, რომ მათ კარგად იციან გატანა. თუ გვინდა მოგება მათზე მეტი უნდა გავიტანოთ. "

სტივენ ჯერარდს ერთი გოლი აკლია იმისთვის, რომ ლივერპულის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ნახევარმცველი გახდეს . . .

" ყველამ იცის, რომ სტივენი ფანტასტიური ფეხბურთელია. მას ბრწყინვალე ტექნიკა აქვს და საოცრად ბრძოლისუნარიანია. შესაძლოა იგი მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველია. 99 გოლის გატანა არ არის ადვილი ნახევარმცველისთვის. იგი ახალგაზრდაა და მას კიდევ შეუძლია ბევრი გოლის გატანა. "

ველოდრომზე მისმა გოლმა გაგაკვირვათ ?

" მან ასეთი გოლი ვარჯიშზეც გაიტანა. ასე, რომ მისგან ასეთი გოლი ჩვენთვის გასაკვირი არ იყო. იგი ბრწყინვალე ტექნიკას ფლობს. "

რას იტყვით პეპე რეინაზე, იგი ძალიან კარგად ატარებს ამ სეზონს ...

" პეპეს წყალობით ჩვენ გავედით ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და პეპეს წყალობით მოვუგეთ მარსელს. ჯერარდმა 2 გოლი გაიტანა და პეპემ 3 - ჯერ გადაგვარჩინა აშკარა გოლისგან. "

რას იტყვით სემი ჰუუპიაზე ?

" სემი ბრწყინვალე პროფესიონალია. მან იცის, რომ კარა და შკრტელი ბრწყინვალედ თამაშობენ. ასევე აგერიც. მიუხედავად ამის იგი ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. "

თქვენ იცოდით მარსელის თამაში. თუ როგორ თამაშობდნენ ისინი, მაგრამ ახლა თქვენ პრაქტიკულად არ იცნობთ სთოუქს. ეს საქმეს არ გირთულებთ ?

" არა ჩვენთვის უფრო რთული იყო მარსელთან რადგან უფრო ნაკლები დრო გვქონდა. "

უნდა ველოდოთ თქვენგან გუნდში გადანაცვლებებს ?

" თქვენ ნახეთ, რომ ჯერარდის და ტორესის გარეშე ჩვენ დავამარცხეთ მანჩესტერი. მარსელის წინააღმდეგ კი აშკარა იყო, რომ რამოდენიმე ფეხბურთელი დაღლილი იყო. ასე, რომ გადანაცვლებები მოგვიწევს. "
:
: სიახლეები | : 551 | : nikamania2 | : 0.0/0 |
: 0

სახელი *:
Email *:
კოდი *:

[ | ]








     
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები | Designed By BeRo