მთავარი კონტაქტი

RSS სიახლე თხოვნები

ფორუმი    
Movies Games








» 2008 » სექტემბერი » 21 » "რუსეთის მომავალს და პროგრესს ძირი ეთხრება”
"რუსეთის მომავალს და პროგრესს ძირი ეთხრება”
4:54 PM

რუსეთის სახელმწიფოს პოლიტიკურ წარსულსა და აწმყოზე გუშინ აშშ-ს მარშალის ფონდში იმსჯელეს. სიტყვით გამომსვლელებს არც მისი მომავალი დარჩენიათ უყურადღებოდ. ის უამრავი მინიშნება, რომელიც რუსეთის მისამართით გაისმა, სულაც არ იძლევა იმპერიული სახელმწიფოსთვის სიმშვიდის საფუძველს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა რუსეთი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. ამ საქმეში უკვე რეკორდსმენად ქცეულ რაისს საბჭოთა კავშირიდან დღევანდელ რუსეთამდე ჩამოყალიბების გზაზე არც ერთი ისტორიული დეტალი არ გამოჰპარვია.

კონდოლიზა რაისმა აშშ-ს მთავრობის სახელით საქართველოს ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა.

“საქართველოში შეჭრით რუსეთი ვერავითარ სტრატეგიულ ამოცანებს ვერ მიაღწევს და ამერიკა ელოდება დღეს, როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზებით აღდგება”, - განაცხადა რაისმა.

ამერიკა მართლაც ელოდება რუსეთის მხრიდან დაშვებულ თითოეულ შეცდომას, რათა შემდგომ მთელს მსოფლიოს თვალი აუხილოს მოსალოდნელ უბედურებაზე სახელად - “რუსული აგრესია”.

“რუსეთის შეტევამ საქართველოზე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ამ ქვეყანას შეუძლია მთელი თავისი ძალა გამოიყენოს მეზობლის დასასჯელად. მაგრამ, საქართველო გადარჩა, მისი დემოკრატია მუშაობს, ეკონომიკა აღდგება. დრო გავა და აღდგება მისი სამხედრო ძალებიც და ჩვენ ველოდებით იმ დღეს, როდესაც ტერიტრიული მთლიანობაც მშვიდობიანი გზებით აღდგება”, - განაცხადა რაისმა და დასძინა, რომ რუსეთი საქართველოში შეჭრით ვერავითარ სტრატეგიულ ამოცანებს ვერ მიაღწევს.

მსოფლიოსათვის თვალის ახელაც სწორედ იმიტომ არის საჭირო, რომ ყველამ ერთად შეაჩეროს რუსეთის ხელმძღვანელობა თვითიზოლაციისაკენ მიმავალ გზაზე.

“ამის მიღწევას კი ერთიანობა სჭირდება ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ს და მისი მოკავშირეების მყარი პოზიცია”, - აცხადებს აშშ-ს სახელმწოფო მდივანი.

რაისის აზრით, მსოფლიო არ უნდა დაეთანხმოს რუსეთს მის ქმედებაში -დაემუქროს პატარა დემოკრატიულ ქვეყანას და მსოფლიო საზოგადოება მის ასეთ საქციელს უნდა დაუპისპირდეს.

“ამერიკამ არ უნდა მისცეს რუსეთს საშუალება, რომ თავისი აგრესიით რაღაც სარგებელი მიიღოს, არც საქართველოში და არც სხვაგა”, - დასძინა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.

კონდოლიზა რაისი დარწმუნებულია, რომ რუსეთს ნოსტალგია აწუხებს, იმ დროის ნოსტალგია, როცა ყველაფერს ძალა წყვეტდა. რუსეთის ისტორიის კარგად მცოდნე რაისს ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, სულაც არ აკვირვებს. სახელმწოფო მინისტრი მხოლოდ სურვილს გამოთქვამს, ამერიკის ახლი პრეზიდენტისა და მთავრობის ხელში მაინც გახდეს შესაძლებელი დიალოგი და ძალადობრივი პოლიტიკის უკუგდება რუსეთის მხრიდან.

“ვინ მართავს დღეს რუსეთს? დიმიტრი მედვედევმა წარმოადგინა საკუთარი ხედვა, როცა პრეზიდენტი გახდა. საუბარი იყო იმაზე, რომ რუსეთში დემოგრაფიული პრობლემებია, საჭიროა კორუფციასთან ბრძოლა, ინვესტიციების მოზიდვა, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება, მე დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-ს მომავალი პრეზიდენტი ჩავა მოსკოვსი და შეხვდება სამოქალაქო საზოგადოებას, ასევე ქვეყანაში დარჩენილი თავისუფალი მედიის წარმომადგენლებს. რუსეთის მოქალაქეებმა უნდა შექმნან თავისუფალი ქვეყანა”,- განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.

ისმის შეკითხვა: რატომ უნდა ჰქონდეს რუსეთს თამაშის განსხვავებული წესები, როდესაც მთელი მსოფლიო დღეს საერთო პოლიტიკური ნორმების დაცვაზე თანხმდება. მითუმეტეს, რომ ამერიკას და რუსეთს აქვთ საერთო ინტერესები, მათ შორის ტერორიზმთან ბრძოლა, ატომური ენერგეტიკა და სხვა. “მაგრამ ეს ურთიერთობები არ უნდა იყოს ვიწყო სფეროებში”, - განმარტავს რაისი..

ფაქტი ერთია, 21-ე საუკუნეშიც კი, რუსეთი არასწორ პოლიტიკურ გზას ადგას, რომელიც სავსებით ეწონააღმდეგება საერთაშორისო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნორმებს. მაშ რატომ უნდა დაუჭიროს რუსეთს მხარი მსოფლიომ? სწორედ ამიტომ კონდოლიზა რაისი ურჩევს რუსეთის ხელმძღვანელობას აღიაროს რეალობა - რომ რუსეთი დამოკიდებულია დანარჩენ მსოფლიოზე და არა პირიქით.

“რუსეთმა უნდა შეწყვიტოს თავისი აგრესიული ქცევა, რადგან ასეთი ქმედებებით მძიმე დარტყმას აყენებს საკუთარ ეკონომიკასაც”, - განაცხადა კონდოლიზა რაისმა და აქვე გამოთქვა ვარაუდი, რომ რუსულ ბიზნეს წრეებს სა მათთან ერთად ინტელიდენციას სულაც არ მოეწონება იზოლაციურ სივრცეში ცხოვრება.

გააკეთა თუ არა ამით გარკვეული მინიშნება აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, რუსეთის შიგნით მოსალოდნელ დაპირისპირებაზე, ამას მომავალი გვიჩვენებს. ალბათ, ის “მეორე რუსეთი”, რომლსაც ამდენ ხანს ვიცნობდით, არ მისცემს უფლებას იმპერიალისტური იდეებით შეპყრობილ მთავრობას, უგუნური ქმედებებით სამუდამოდ დაუსვას წერტილი მათ კეთილდღეობას...

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა რუსეთისა და ნატო-ს ურთიერთობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თითქოს ნატო საფრთხეს უქმნის მას, სხვა არაფერია თუ არა ისტორიის იგნორირება.

რაისმა რუსეთისა და ამერიკის ძველ ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამერიკა ყოველთვის უჭერდა მხარს რუსეთის საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლას და ა.შ. ასევე, პატივს სცემდა როგორც დიდ ძალას და მასთან ერთად ცდილობდა საერთო პრობლემის მოგვარებას.

მას შემდეგ კი, რაც ამერიკის და რუსეთის ინტერესები გაიყო, როგორც რაისი ამბობს, ამერიკა რუსეთის ხელმძღვანელობასთან მაინც აწარმოებდა კონსულტაციებს და ცდილობდა მხდველობაში მიეღო რუსეთის მოთხოვნები და იდეები.

“ასე ვმუშაობდით ირანის და კოსოვოს საკითხებზე”, - განაცხადა კონდოლიზა რაისმა და აღნიშნა, რომ ყოველთვის მიუთითებდა თანამშრომლობის გამყარების საჭიროებას.

კონდოლიზა რაისმა რუსეთში 1993 წლის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტოტალიტარული სამყაროს მოშლის შემდეგ გამოჩნდნენ ახალი ლიდერები, 2000 წლის შემდეგ კი ლიდერები ცდილობდნენ ქვეყანა გაემყარებინათ, თუმცა ნათელი გახდა, რომ ლეგიტიმური მიზანი რუსეთის სახელმწიფოს აღმშენებლობისა არასწორი მიმართულებაა, სადაც კორუფცია ყველა დონეს არის მოდებული.

“პარანოიდული და აგრესიული პოზიცია, რომელიც ადრეც იყო რუსეთის ისტორიაში - შიშით უყურებს ახალი დემოკრატიული სახელმწიფოს წარმოშობას, როგორიც არის საქართველო და უკრაინა”, - განაცხადა კონდოლიზა რაისმა და აღნიშნა, რომ ამას რუსეთი არ აღიქვამს როგორც უსაფრთხოების ზონებს, არამედ რუსეთის ინტერესების საფრთხედ მიიჩნევს.

მისი თქმით, საბჭოთა კავშირს საფუძველი მოენგრა, რუსეთის მოსახლეობა გლობალურ ცივილიზაციას მოითხოვს და წარმოუდგენელია რუსეთში ვინმეს საბჭოთა კავშირში დაბრუნება სურდეს.

“რუსეთმა შექმნა ნდობის ფაქტორი საზღვარგარეთ და ამას ეთხრება ძირი, ასევე ძირი ეთხრება რუსეთის მომავალს და რუსეთის მოსახლეობის პროგრესს”, - დასძინა კონდოლიზა რაისმა.

როგორი შეფასება მოჰყვება რუსეთის მხრიდან ამგვარ “გამათრახებას”, იოლი წარმოსადგენია. ქვეყანა, რომელიც მსოფლიოს კეთილ ნებას ძალადობით პასუხობს, კრიტიკას, ალბათ, კიდევ უფრო მეტი აგრესიით შეხვდება...

ხათუნა შუბითიძე

:
: სიახლეები | : 570 | : nikamania2 | : 0.0/0 |
: 2
Сообщение # 2  Написал: nika sukhiashvii (2008-09-21)

wacko
Сообщение # 1  Написал: nika sukhiashvii (2008-09-21)

rusebs ra?

სახელი *:
Email *:
კოდი *:

[ | ]








     
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები | Designed By BeRo