მთავარი კონტაქტი

RSS სიახლე თხოვნები

ფორუმი    
Movies Games








» 2008 » სექტემბერი » 21 » რიო: "ჩელსისთან" შეხვედრა კატალიზატორი იქნება
რიო: "ჩელსისთან" შეხვედრა კატალიზატორი იქნება
4:41 PM
 
 
რიო ფერდინანდი თვლის, რომ "ჩელსისთან" შეხვედრა გუნდისთვის შეიძლება იმ კატალიზატორად იქცეს, რომელიც მთელი სეზონის მანძილზე წარმატების გარანტი იქნება.

"იმის გათვალისწინებით, რომ სეზონი არასახარბიელოდ დავიწყეთ, ეს შეხვედრა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. დაკარგული რა თქმა უნდა არაფერია, მაგრამ ეხლა სრული მობილიზება გვმართებს, რათა ლიდერთა ჯგუფს არ ჩამოვრჩეთ. ადრე უკვე გვქონია შემთხვევები, რომცა ბრწყინვალე გამარჯვებების მთელი წყეაც კი არ გახდა საკმარისი ჩემპიონობის მოპოვებისთვის, არ გვსურს, რომ კვლავ მსგავს სიტუაციაში აღმოვჩნდეთ და ამის თავიდან ასაცილებლად ყველაფერს გავაკეთებთ. დარწმუნებული ვარ გამარჯვების შემთხვევაში ბევრად უფრო ძლიერად ავთამაშდებით, გარდა ამისა, უშუალო შეხვედრაში დავამარცხებთ გუნდს, რომელიც ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ჩვენი მთავარი მეტოქე იქნება", - აცხადებს ფერდინანდი Sky Sports-თან ინტერვიუში.

ინგლისელი მცველი წარუმატებლობას სხვადასხვა ფაქტორს აბრალებს, მაგრამ თვლის, რომ კალენდარი და ის, რომ გუნდმა პირველი 4 მატჩიდან "ოლდ ტრაფორდზე" მხოლოდ 1 ჩაატარა, არაფერ შუაშია.

"კალენდარი რა თქმა უნდა უკეთესიც შეიძლებოდა, მაგრამ ამაზე ფიქრი ბავშვური უფროა. ეს ყველაფერ ჯერ კიდეც სეზონის დაწყებამდე ვიცოდით და უკეთ თამაში გვმართებდა, თუმცა წინ დიდი დროა, და რაც მთავარია ყველამ იცის რას ნიშნავს კარგ ფორმაში მყოფი "მანჩესტერ "იუნაიტედი".
:
: სიახლეები | : 531 | : nikamania2 | : 0.0/0 |
: 0

სახელი *:
Email *:
კოდი *:

[ | ]








     
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები | Designed By BeRo