მთავარი კონტაქტი

RSS სიახლე თხოვნები

ფორუმი    
Movies Games








» 2008 » სექტემბერი » 21 » დიმიტარ ბერბატოვი - უფსკრულიდან ვარსკვლავებისკენ
დიმიტარ ბერბატოვი - უფსკრულიდან ვარსკვლავებისკენ
4:32 PM
 
 
ღარიბულ ორ ოთახიან სახლში, სადაც "მანჩესტერის" თავდამსხმელი დიმიტარ ბერბატოვი დაიბადა, ფეხბურთელის დედა წარსულის და კომუნისტური ბულგარეთის ცხოვრების საშინელ დღეებს იხსენებს. "როცა დიმიტარი ჯერ კიდევ სულ ბავშვი იყო, მუდმივად კალათბურთის ბურთით დარბოდა მთელ სახლში, ფეხბურთის ბურთის საყიდელი ფული არ გვქონდა, მაგრამ მისი სიყვარული იმდენად დიდი იყო, რომ ჩვენს სახლში სხვადასხვა ნივთის გატეხვა არც ისე იშვიათი შემთხვევა გახლდათ. რთული ცხოვრება გვქონდა მაშინაც, როცა ის უკვე გაიზარდა, მაგრამ არასოდეს უწუწუნია, ისევ დღედაღამ ბურთს დასდევდა და ფეხბურთელობაზე ოცნებობდა".

თავად ბერბატოვიც ხშირად ჰყვება, რომ ძალიან რთული ბავშვობა ჰქონდა. მაგალითისთვის ისიცი კმარა, რომ ხანდახან პურისთვის რიგში დგომა 8 საათსაც კი უწევდა: "ჩვეულებრივ რიგში დილის 6 საათზე ვდგებოდი და ვცდილობდი ადგილი არ დამეკარგა, მაშინ კვლავ თავიდან მომიწევდა ლოდინი".

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბავშვობის წლებიდანვე "ოლდ ტრაფორდის" ახალ ბინადარს მხოლოდ ფეხბურთი აინტერესებდა. დედამისი მარგარიტა იხსენებს: "მას სხვა არავითარი მისწრაფება არ გააჩნდა, მისი ცხოვრება ფეხბურთი, ოჯახი და მეგობრებია".

დიმიტარი ამბობს, რომ წარსულზე არასდროს დასწყვეტია გული. "ხანდახან პირიქით, ის დრო მენატრება კიდეც. უამრავი მეგობარი მყავდა, რომლებიც ცხოვრებაში მეხმარებოდნენ. პიროვნებად სწორედ მათი წყალობით ჩამოვყალიბდი. ვიცი რას ნიშნავს რთული დღეები, ამიტომაც ღმერთის მადლობელი ვარ, რომ აქამდე მომიყვანა".

ბერბატოვის თაობის ბევრი ადამიანი ბავშვობაში დაკარგულის დაბრუნებას ოქროს მთების, შავი ჯიპებით და სასახლეებით ცდილობს, თუმცა დიმიტარს სრულიად სხვა ღირებულებები გააჩნია. მისი ერთადერთი სახლი კვლავ ბლაგაევგრადშია, პატარა მეშახტეთა ქალაქში, როცა ბერბატოვი სახლში ჩადის, ძველებურად ლურჯ დივანზე სძინავს, ოჯახს აღარ უჭირს, მაგრამ მას ეს ყველაფერი ბავშვობასთან აახლოვებს, ასე მძიმესთან, მაგრამ მაინც ასე ძვირფასთან.

დედამისი ყოველ წუთს ფანჯარაში იხედება, უახლეს "ჰონდა სიუიკს" ყარაულობს, ეს შვილის საჩუქარია რამდენიმე ხნის წინ დაბადების დღის აღსანიშნავად. "მე ძალიან ვამაყობ მისით. ყველაზე მეტად მატჩების შემდეგ მასთან საუბარი მიყვარს. მესიჯებს თამაშის დროსაც კი ვწერ ხოლმე, ხანდახან ამ წუთს მისი მორიგი ულამაზესი გოლი ემთხვევა და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. თამაშების შემდეგ კი ჩემს სიტყვებს კითხულობს, დიმიტარი მეუბნება, რომ მე საუკეთესო დედა ვარ მსოფლიოში".

ბერბატოვი ცნობილია როგორც უამრავი ზრუნველობ მოკლებულ ბავშვთა დაცვის ორგანიზაციის სპონსორი. ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციის დირექტორი, ევგენია იორდანოვა ამბობს, რომ ბერბატოვის შემოწირულობები მათ საშუალებას აძლევს შემოსონ და აჭამონ 74 ბავშვი. "ის ბაშვვებს ნორმალურად ცხოვრებაში ეხმარება. დიმიტარის ძალიან მადლობლები ვართ".

ბერბატოვი ხუთი ბავშვთა სახლის მხარდამჭერია, და ეს იმ ქვეყანაში, სადაც სპეციალიზირებული საბავშვო ჰოსპიტალი მხოლოდ იმიტომ დაიხურა, რომ ბიუჯეტს მისი შენახვა არ შეეძლო და კერძო ინიციატივები ბავშვების ერთადერთი შანსია.

2001 წელს, ბერბატოვმა, ჯერ კიდევ ყველასთვის სრულიად უცნობმა ფეხბურთელმა, საკუთარი ჯიბიდან გაიღო რამდენიმე წლის ნაგროვები ფული და ავადმყოფ გოგონას საციცოცხლო მნიშვნელობის ოპერაციისთვის გადაიხადა. რამდენიმე ხნის შემდეგ კი მანვე შეიძინა 500 წყვილი ფეხსაცმელი ბავშვებისათვის, რომლებიც პანსიონატებში ცხოვრობენ, ბედის ირონიაა მაგრამ ფაქტია, 1997 წელს ბერბატოვის ტრანსფერმა ადგილობრივი "პირინიდან" სოფიის "ცსკა"-ში არა რამდენიმე ათასი, თუნდაც ასეული დოლარი, არამედ ოცი წყვილი საფეხბურთო ბუცი შეადგინა, რომელიც მისმა უკვე ყოფილმა გუნდმა მიიღო.

მარგარიტა ამბობს, რომ მისი ვაჟის ცხოვრებაში რელიგია გადამწყვეტ როლს თამაშობს. ის მართლმადიდებელი ქრისტიანია და ეკლესიაში ძალიან ხშირად დადის. "როცა სათამაშოთ ინგლისში წავიდა, თან ბიბლია წაიღო. მე მისთვის ყოველი შეხვედრის წინ ვლოცულობ".

ბერბატოვი მხატვარია არა მხოლოდ მოედანზე არამედ მის მიღმა. ერთხელ საკუთარი ოთახის კუთხე ცნობილი ფეხბურთელების პორტრეტებით მოხატა. "მახსოვს ამ კედლებს ის საათობით ხატავდა, სურდა არცერთი მისთვის საყვარელი ფეხბურთელი არ დავიწყებოდა, პელეთი დაწყებული და მაიქლ ოუენით დამთავრებული".

ზაფხულს ბერბატოვი ძალიან ღარიბ სოფელ მარიკოსტინოვოში ატარებდა. ასე იყო ბავშობაში, თუმცა ეხლაც კი ყოველ ზაფხულს ცდილობს კვლავ ჩავიდეს ამ ადგილას. მისი ბაბუა ბერბატოვი და ბებია ვერკა, რომელთაც უკვე 76 წელი შეუსრულდათ შვილიშვილით ძალიან ამაყობენ. მათ ერთსართულაინ სახლში ყველაფერი დიმიტარ-უმცროსს, ჩვენი თხრობის გმირს ეძღვნება, უბრალო ქვის კედლები მისი პლაკატებითაა დაფარული, ბაბუა და შვილიშვილი საუკეთესო მეგობრები არიან, მითუმეტეს რომ "მანჩესტერის" ფორვარდმა ბაბუის გზა გააგრძელა, ისიც ფეხბურთელი გახლდათ და როგორც ჰყვებიან, საკმაოდ წარმატებული.

ძალიან ხშირად არდადეგებზე სამივე ერთად მუშაობს ბაღში და ბებია ძალიან წუხს, როცა დიმიტარი მის მომზადებულ ტომატის სუპს იწუნებს. "დიმიტარმა მითხრა რომ მისი მომავალი ინგლისშია, ოცნებობდა ჩემპიონთა ლიგაში ეთამაშა და ეხლა ეს ოცნებაც აუსრულდება", - ამბობს უფროსი ბებრატოვი გაბრწინებული თვალებით.

ბერბატოვის თანაკლასელი, მარიო ბეკოვი იხსენებს: "კლასში ყოველთის გვინდოდა ხოლმე რომ ის კარში მდგარიყო, ამ ერთადერთ შემთხვევაში შეგვეძლო მოედნის ნებისმიერ წერტილში ბურთის კონტროლის საშუალება არ მიგვეცა. მაგრამ საბოლოოდ არაფერიც არ გამოგვივიდა, დიმიტარმა მთელი ბრწყინვალებით გამოანათა! ეს ხუმრობით, ისე კი ჩვენ მას სასწაულმოქმედს ვეძახდით".

"მანჩესტერის" ფორვარდი მშობლიურ ქალაქში საფეხბურთო აკადემიის გახსნას აპირებს, რათა ევროპის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყნის ბავშვებს ცხოვრება გაულამაზოს, საფეხბურთო სამყაროს კი ამით ახალი ბერბატოვის აღმოჩენის შანსი უჩნდება".

:
: სიახლეები | : 551 | : nikamania2 | : 0.0/0 |
: 0

სახელი *:
Email *:
კოდი *:

[ | ]








     
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები | Designed By BeRo