ქართული საფეხბურთო კლუბი თბილისის “დინამო”, აზერბაიჯანული ინტერნეტ-გამოცემა azerifootball-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, 17 სექტემბერს ზაქათალის “სიმურგთან” ამხანაგური მატჩის გამართვის შესახებ, კატეგორიულად უარყოფს.როგორც ცნობილია, “დინამომ” ოთხშაბათს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის “ყაზბეგის” გათამაშების 1/8-ფინალის საპასუხო შეხვედრაში, საკუთარ მოედანზე, “თბილისი” დაამარცხა და ბუნებრივია, გუნდი პარალელურად აზერბაიჯანში სპარინგს ვერ გამართავდა. azerifootball-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ “სიმურგმა” “დინამო” 2:0 დაამარცა. გოლები კი, სერგეი არტიუხამ და რამინ ნასიბოვმა გაიტანეს
: |