მთავარი კონტაქტი

RSS სიახლე თხოვნები

ფორუმი    
Movies Games








» 2008 » სექტემბერი » 21 » ტევესი “სიტიზე” არ ფიქრობს
ტევესი “სიტიზე” არ ფიქრობს
9:40 PM
ტევესი “სიტიზე” არ ფიქრობს
კარლოს ტევესი “მანჩესტერ სიტიში” გადასვლით დაინტერესებული არ არის.
ამის შესახებ, როგორც Sportinglife-ი იტყობინება, ფეხბურთელის წარმომადგენელმა კია ჯურაფჩიანმა განაცხადა.
“კარლოსი “სიტიში” გადასვლაზე არც ფიქრობს. იგი “მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშით კმაყოფილია და უახლოეს პერიოდში კლუბთან ხანგრძლივი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს. ასე რომ, ნებისმიერი ინფორმაცია მისი შესაძლო ტრანსფერის შესახებ მხოლოდ ჭორია” – აცხადებს ჯურაფჩიანი.
როგორც ცნობილია, არგენტინელი ფეხბურთელი “მანჩესტერ იუნაიტედში” იჯარის წესით ასპარეზობს და კლუბი მისი ტრანსფერის გამოსყიდვას სეზონის ბოლოსთვის აპირებს. “სიტიმ” კი ტევესის შეძენის სურვილი რამდენიმე დღის წინ გამოთქვა. ახალი მფლობელით “შეფულიანებული” კლუბის თავკაცები აცხადებენ, რომ მზად არიან არგენტინელს გაცილებით მეტი გადაუხადონ იმასთან შედარებით, რასაც იგი “იუნაიტედში” გამოიმუშავებს.


:
: სპორტი | : 567 | : nikamania2 | : 0.0/0 |
: 0

სახელი *:
Email *:
კოდი *:

[ | ]








     
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები | Designed By BeRo