მთავარი კონტაქტი

RSS სიახლე თხოვნები

ფორუმი    
Movies Games








» 2008 » სექტემბერი » 21 » დიარა “პორტსმუთის” ისტორიაში
დიარა “პორტსმუთის” ისტორიაში
8:05 PM

დიარა “პორტსმუთის” ისტორიაშიფრანგი ნახევარმცველი ლასანა დიარა პირველი ფეხბურთელი აღმოჩნდა, რომელმაც “პორტსმუთის” არსებობის ისტორიაში, აღნიშნული კლუბის ფორმით ევროთასებზე პირველი გოლი გაიტანა.
ამის შესახებ უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.
ეს ხუთშაბათს, უეფას თასის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში მოხდა, რომელშიც “პორტსმუთი” პორტუგალიურ “გიმარაეშს” მასპინძლობდა.
“ეს ჩვენი კლუბისთვის განსაკუთრებული დღე იყო. ძალიან გვსურდა, გულშემატკივრებს ევროთასებზე “პორტსმუთს” სადებიუტო მატჩი სამუდამოდ დამახსოვრებოდათ და ვფიქრობ, ჩვენ ამ ამოცანას თავი მშვენივრად გავართვით. გამარჯვებით და იმ ფაქტით, რომ გუნდის ისტორიაში ევროთასებზე პირველი გოლი გავიტანე, ძალიან გახარებული ვარ”, - განაცხადა დიარამ.
ფრანგი ფეხბურთელი “პორტსმუთში” მიმდინარე წლის დასაწყისში გადავიდა და გუნდის რიგებში ჩატარებულ 17 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

:
: სიახლეები | : 552 | : nikamania2 | : 0.0/0 |
: 0

სახელი *:
Email *:
კოდი *:

[ | ]








     
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები | Designed By BeRo