მთავარი კონტაქტი

RSS სიახლე თხოვნები

ფორუმი    
Movies Games








» 2008 » სექტემბერი » 21 » საბოლოო TOP 20
საბოლოო TOP 20
8:05 PM

საბოლოო TOP 202008 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა საკმაო ხანია რაც დაიხურა, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ეს მოხდა 31 აგვისტოს (როგორც ყოველ წელს). მიუხედავად ამისა, ტრანსფერებისადმი ყურადღება რა თქმა უნდა კვლავ არის მიმართული, საინტერესოა რამდენად გაამართლებს ესა თუ ის ფეხბურთელი ახალ კლუბში. ბრიტანული გამოცემა Goal.com მთელი ზაფხულის განმავლობაში აქვეყნებდა მომხდარი ტრანფერების საუკეთესო ათეულს, ახლა კი, როდესაც ფეხბურთელების ყიდვა-გაყიდვა შეწყდა, მან გამოაქვეყნა საბოლოო ოცეული.

საბოლოო TOP 20

ფაქტორები, რომელთა მიხედვითაც დგება ათეული, არის:
ა) ფეხბურთელის ფორმა უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში;
ბ) პოტენციალი;
გ) ტრანსფერის თანხა.


ახლა კი თავად ჩამონათვალს მივუყვეთ:



20. ანდრეი შევჩენკო ( ჩელსიდან მილანში)
გასულ კვირას: მე-18.


საბოლოო TOP 20

ოცეულს ხსნის მილანში დაბრუნებული ანდრეი შევჩენკო, რომელიც ცდილობს რეგრესის პერიოდი წარსულს ჩააბაროს და აღმასვლა დაიწყოს. 2 წლიანი ჩავარდნის შემდეგ უკრაინელი ფეხბურთელი ბრუნდება თავის ძველ სახლში. ის ლომბარდიულ კლუბში ნაკლებად განიხილება ძირითადის მოთამაშედ, თუმცა შეუძლია სათადარიგო სკამი შეავსოს. მეორე მხრივ, ანდრეი უკვე 30 წლისაა, მაგრამ მაინც შესაძლებელია გაიხსენოს ძველი დროება და გაიტანოს გოლები. მოდით, ნუ ვიჩქარებთ და მისი მომავალი თავად შევჩენკოს მივანდოთ...



19. ჟულიო ბაპტიშტა (რეალიდან რომაში)
გასულ კვირას: მე-17


საბოლოო TOP 20

იტალია ბრაზილიელი ფეხბურთელის კარიერაში უკვე მესამე ქვეყანაა. ის ჯერ 26 წლის არის და შეუძლია გამოადგეს რომას იმ შემთხვევაში, თუ მას სწორ პოზიციას შეურჩევენ და მის გარშემო გუნდს ააწყობენ. ჯერ-ჯერობით ბაპტიშტას შეძენა რომას გულშემატკივართათვის დამაიმედებელი უნდა იყოს.



18. სეიდუ კეიტა (სევილიადან ბარსელონაში)
გასულ კვირას: მე-16.


საბოლოო TOP 20

ეს ტრანსფერი ბარსელონასთვის წლევანდელ სეზონში ერთ-ერთი საუკეთესოა. მას ცენტრში პარტნიორობას გაუწევს ია-ია ტურე, რაც მეტ სივრცეს მისცემს ინიესტასა და მესის. მისი ღირებულება 15 მილიონ ევროს შეადგენს.



17. ეზეკილ გარაი (რასინგიდან რეალში)
გასულ კვირას: მე-15.


საბოლოო TOP 20

მადრიდელებმა კარგი ნადავლი ჩაიგდეს ხელში! თითქოს ბარსელონას უკვე ნაყიდი ყავდა გარაი, მაგრამ მათ სულ ცოტათი იყოყმანეს, რადგან ელოდებოდნენ რაიკაარდის წასვლას და ახალი მწვრთნელის გუნდთან შეთავსებას. რეალის მესვეურებმა რამდენიმე წლის წინათ ამგვარად წაავლეს ხელი სერხიო რამოსს და ამჯერადაც მსგავსი რამ მოხდა და გარაი "სამეფო" კლუბში გადავიდა.


16. დეკო (ბარსელონადან ჩელსიში)
გასულ კვირას: მე-14.


საბოლოო TOP 20

ზოგიერთს შეიძლება მოეჩვენოს, რომ დეკოს დროება დასრულდა, მაგრამ ჭეშმარიტებას ვერსად გავექცევით. ჩვენ ევრო 2008-ზეც დავინახეთ, რომ მას კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. ის არ არის ფრენკ ლამპარდის ტიპის ფეხბურთელი, რადგან მასავით შედეგიანი ვერ იქნება, მაგრამ ამავე დროს, დეკოს გააჩნია ყველაფერი, რაც არ აქვს ლამპარდს. საოცარი შემოქმედი, მინდვრის შესანიშნავი მჭვრეტელი, შოუს შექმნის ნიჭის მქონე, რაც გამოჩნდა მაშინ, როდესაც ორ სხვადასხვა კლუბთან მოახერხა ლიგის მოგება. ბოლოსდაბოლოს, ჩელსის ყავს ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია გახდეს ნახევარდაცვის დირიჟორი, თან წარმოიდგინეთ თუ რა მოთამაშეები უდგანან მას გვერდში: ბალაკი და ესიენი, ამგვარი ნახევარდაცვა ნებისმიერ გუნდს შიშის ზარს დასცემს.



15. ამანტინო მანსინი (რომადან ინტერში)
გასულ კვირას: მე-13.


საბოლოო TOP 20

ჟოზე მოურინიოს უყვარს სწრაფი, ტექნიკური შემტევი მოთამაშე, რომელსაც ფლანგზეც შეუძლია თავის გამოჩენა, იგი მანსინიში შესაძლებელია ხედავს არიენ რობენს, მისი დიდების წლებში, როდესაც ჩელსიში გამოდიოდა. მანსინის სჭირდება ფოკუზირება და მეტი ყურადღება და იგი სარგებელს აუცილებლად მოიტანს.



14. დავიდ ბენტლი (ბლექბერნიდან ტოტენჰემში)
გასულ კვირას: მე-12.


საბოლოო TOP 20

ძალიან ამბიციური და იმედისმომცემი ფეხბურთელი იყიდა ტოტენჰემმა და ეს მის აქტივში უნდა ჩავწეროთ, რადგან არც თუ ცოტა ხანი მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და საბოლოოდ ლონდონურმა კლუბმა გაიმარჯვა. დიდი შანსია ხუანდე რამოსმა დავიდი გამოიყენოს როგორც ხესუს ნავასს ათამაშებდა სევილიაში. ჯოვანი დოს სანტოსთან და ლუკა მოდრიჩთან ერთად ბენტლი ნახევარდაცვას აშკარად გააძლიერებს.



13. რობი კინი (ტოტენჰემიდან ლივერპულში)
გასულ კვირას: მე-11.


საბოლოო TOP 20

ამ ტრანსფერის უარყოფითად შეფასება არ შეიძლება, მას მხოლოდდამხოლოდ მაღალ დონეზე ვაფასებთ. რობი კინი აუცილებლად შეეწყობა ფერნანდო ტორესს და ისინი შეტევაში ბევრი გოლის გატანას შეძლებენ, ეს მიზანი აქვს სწორადაც ლივერპულს.



12. ამაური (პალერმოდან იუვენტუსში)
გასულ კვირას: მე-10.


საბოლოო TOP 20

ბრაზილიელ-იტალიელმა თავდამსხმელმა საკუთარი პოტენციალი მალევე გამოავლინა პალერმოში და ის პერსპექტივა, რომ იგი უდიდეს გამოცდილებას მიიღებს იუვეს ნახევარდაცვისაგან ამაურის სავსებით ხიბლავს. ... და აი, ჩემპიონთა ლიგაც აქვეა !..



11. ვინსენტ კომპანი (ჰამბურგიდან მანჩესტერ სიტიში)
გასულ კვირას: მე-9.


საბოლოო TOP 20

სიტიმ საკმაოდ სწრაფი ტრანსფერი განახორციელა შეიძინა რა ჰამბურგელი კომპანი, თუმცა მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ მსოფლიოს ყველაზე სწრაფ და პოპულარულ ლიგაში. უბრალოდ ცოტა მეტი გამოცდილება, რომელსაც ის ახალ კლუბთან შეიძენს და წარმატებაც ახლოსაა.


10. დანიელ ალვეში (სევილიადან ბარსელონაში)
გასულ კვირას: მე-8.


საბოლოო TOP 20

ჩელსი, რეალი, ლივერპული, მანჩესტერი - ეს იმ კლუბების ჩამონათვალია, რომლებსაც სურდათ ალვეშის შეძენა ბოლო 18 თვის განმავლობაში, მაგრამ მისი ყიდვა ბარსელონამ მოახერხა. ერთი რამ ცხადია - იგი არის საუკეთესო შემტევი ფულ-ბეკი რაც კი მსოფლიოს უნახავს რობერტო კარლოსის შემდეგ. სწორად იგი ხსნის ჩვენს ათეულს და საკმაოდ დამსახურებულადაც.



9. კუარეჟმა (პორტოდან ინტერში)
გასულ კვირას: მე-7


საბოლოო TOP 20

დიდი ხნის მოლაპარაკებების შედეგად ინტერმა როგორც იქნა მოახერხა და იყიდა პორტოს შემტევი ფეხბურთელი. მას დიდი მომავალი აქვს, მაგრამ - ჯერ კიდევ ბევრი დასამტკიცებელი. მისი ფასი - 30.6 მილიონი ევრო, ძალიან მაღალია, ამასთანავე გაითვალისწინეთ, ის მხოლოდ 24 წლის არის.



8. დიმიტარ ბერბატოვი (ტოტენჰემიდან მანჩესტერში)
ახალი შენაძენი


საბოლოო TOP 20

უდიდესი შენაძენი მანჩესტერისათვის, იგი უდაოდ პრემიერ ლიგის დონის ფეხბურთელია, რაზეც მისი სატრანსფერო თანხაც მეტყველებს - 30.75 მილიონი ფუნტი სტერლინგი (38 მილიონი ევრო), გარდა ამისა - გოლის გატანის ალღო, სისწრაფე, ტექნიკურობა, ბერბატოვი ყველა ამ კომპონენტში ძლიერ დახვეწილია და ის იმსახურებს ჩვენი ოცეულის მე-8 პოზიციაზე ყოფნას.



7. რობინიო (რეალიდან მანჩესტერ სიტიში)
ახალი შენაძენი


საბოლოო TOP 20

ბერბატოვის მსგავსად რობინიოც თავისი ტალანტის დამსახურებით აღმოჩნდა მანჩესტერში, ოღონდ სიტიში და არა იუნაიტედში. იგი წამოვიდა რეალიდან 40.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ, ეს ფული კი გადაიხადა აბუ დიაბიმ. შეიძლება, რომ რობინიო ვერ შეეწყოს თავის ახალ კლუბს, განსაკუთრებით კი ყურადღება გასამახვილებელია პრემიერ ლიგაზე, ის სრულიად განსხვავებულია, ვიდრე ბრაზილიელის თამაშის სტილი. მთავარია, მარკ ჰიუზმა გამოიყენოს რობინიოს მონაცემები და თავის გუნდს არგოს, თუ იგი ამას ვერ მოახერხებს...



6. სამირ ნასრი (მარსელიდან არსენალში)
გასულ კვირას: მე-6


საბოლოო TOP 20

დიდ თანხად შეფასებული ფრანგი უკვე შეუერთდა "მეთოფეებს". ბევრი მასში ალექსანდრ გლების შემცვლელს ხედავს, ბევრი ახალ ზიდანს უწოდებს, მაგრამ მისი პოტენციალი მალევე გამოჩნდება. მართალია ნასრის აქვს პრობლემები ტრავმებთან, მაგრამ მოდით მას ჯანმრთელობა ვუსურვოთ და გზა დავულოცოთ ახალ კლუბში.



5. რონალდინიო (ბარსელონადან მილანში)
გასულ კვირას: მე-5


საბოლოო TOP 20

რისკი? დიახ, მაგრამ ეს ტრანსფერი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ფეხბურთის ისტორიაში. 28 წლის ასაკში რონი ცუდ ფორმაშია, თუმცა ცოტა ვარჯიში, მონდომება და მას აქვს შესაძლებლობა აჩუქოს როსონერის გულშემატკივრებს 3-4 წარმატებული წელიწადი. მას შეეძლო ყოფილიყო პირველ ადგილზეც, თუმცა მილანელი მხოლოდ მეხუთეა.


4. ლუკა მოდრიჩი (დინამო ზაგრებიდან ტოტენჰემში)
გასულ კვირას: მე-4


საბოლოო TOP 20

ძალიან ახალგაზრდა და ნიჭიერი ხორვატის მიმართ ინტერესს იჩენდნენ ისეთი კლუბები, როგორებიც არიან ბარსელონა და ჩელსი და ტოტენჰემის მესვეურებმა საკმაოდ კარგად გამოგლიჯეს ხელიდან მათ მოდრიჩი. მას აქვს ნათელი მომავალი და დიდი შანსია, რომ ხუანდე რამოსის ნახევარდაცვის ლიდერიც გახდეს. ეს პერსპექტივები მას ათეულში მეოთხე ადგილზე აყენებს.



3. ალექსანდრ გლები (არსენალიდან ბარსელონაში)
გასულ კვირას: მე-3.


საბოლოო TOP 20

კატალონიურმა კლუბმა საკმაოდ კარგი შენაძენი გააკეთა. ლიონელ მესისთან ერთად მას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ მათ შეტევას დააკლდა რონალდინიო, ისინი მაინც საკმაოდ გაძლიერებულნი არიან. გლების ტექნიკას შეუძლია ბარსას მოუტანოს წარმატებები.



2. მეთიუ ფლამინი (არსენალიდან მილანში)
გასულ კვირას: მე-2.


საბოლოო TOP 20

სათანადოდ ვერშეფასებული ფრანგი იყო გასულ წელს არსენალის ფეხბურთელთაგან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მილანში მისი გადაბარგება ამ ზაფხულის უდაოდ ყველაზე გამორჩეული ტრანსფერი იყო. ამ ყოველივეს ისიც ემატება, რომ იგი როსონერიში გადავიდა როგორც თავისუფალი აგენტი.



1. რაფაელ ვან დერ ვაარტი (ჰამბურგიდან რეალში)
გასულ კვირას: პირველი.


საბოლოო TOP 20

ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელი მსოფლიოში დღეს-დღეობით, გასაოცარია პიდაპირ თუ როგორ მოახერხა მადრიდულმა კლუბმა მისი 9 მილიონ ევროდ ყიდვა. ის გასაოცარი ფეხბურთელია და უდაოდ კარგად შეეწყობა ბერნდ შუტერის მიერ დაკიომპლექტებულ გუნდს. ჰოლანდიელის ტრანსფერი ზაფხულში განხორციელებულთა შორის პირველ ადგილზეა (რა თქმა უნდა Goal.com-ის ვერსიით) და ეს უკვე საკმაოდ ბევრს ნიშნავს.



აი ასეთი გახლდათ ბრიტანული გამოცემის TOP 20, კიდევ ერთხელ გადაავლეთ თვალი ჩამოთვლილ ფეხბურთელებს, დაფიქრდით, მოისაზრეთ, გაიხსენეთ, იქნებ თქვენ მიგაჩნიათ, რომ აქ სხვა ფეხბურთელებიც უნდა ყოფილიყვნენ, ან რომელიმე მათგანი არ უნდა იყოს! შემდეგ ეს ყოველივე კომენტარებში დაწერეთ და ჩვენც გაგიზიარებთ მოსაზრებებს
:
: სიახლეები | : 700 | : nikamania2 | : 0.0/0 |
: 0

სახელი *:
Email *:
კოდი *:

[ | ]








     
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები | Designed By BeRo