ინგლისური საფეხბურთო კლუბ ლონდონის “არსენალის” ფინანსური მოგება, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 11 პროცენტით გაიზარდა და 223 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეადგინა. ამის შესახებ, BBC ლონდონური კლუბის წარმომადგენელთა განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება. გასული სეზონი, სპორტული თვალსაზირისით, “არსენალისთვის” წარმატებული ნამდვილად არ იყო, რადგან კლუბი ტიტულების გარეშე დარჩა, თუმცა მოგების ზრდა გაცილებით ხელსაყრელ ტელე-კონტრაქტებს უკავშირდება. მოგების ზრდის მიუხედავად, 12 პროცენტით გაიზარდა და 318 მილიონი ფუნტი შეადგინა კლუბის ვალმა. ვალის ზრდა ახალი სტადიონის მშენებლობაზე გაწეულ ხარჯებს უკავშირდება, რომელსაც ლონდონელები ეტაპობრივად ფარავენ.
: |